logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: სიების დაზუსტება შრომატევადი საქმეა და დრო სჭირდება!
- +

3 მაისი. 2016. 14:49



ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიით დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს „გაერთიანებული დემოკრატიული  მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი. მისი თქმით, სანამ არ ჩატარდება სერიოზული სამუშაო, ცდომილებები და ხარვეზები ყოველთვის იარსებებს.



„ეს საქმე შრომატევადი საქმეა და დროც სჭირდება. ეს არ მოხდება 1-2 თვეში. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში უნდა ჩავიდნენ ადამიანები და უნდა მოახდინონ აბსოლუტურად ყველა მოქალაქის მონაცემების შეგროვება. სანამ ასე სკრუპულოზურად ამ სამუშაოს არ ჩავატარებთ, სიის მიმართ ნდობის ფაქტორი არ იარსებებს. მანამდე სულ იქნება თავის გასამართლებელი საბუთები ხან „საქსტატისგან", ხან იუსტიციის სამინისტროსგან და მუდმივად იარსებებს სპეკულაციები არჩევნების გაყალბებაზე. ამიტომ უნდა მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ საარჩევნო სიების დეტალური დაზუსტება", - განაცხადა ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner