„ამ ბიჭისადმი ძალიან დიდი სიმპათიით განვეწყვე, ჯერ აქციის დაშლის გონივრული გადაწყვეტილება რომ მიიღო, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და მერე კიდევ ეს ბოდიში...“ - წერს სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი ბექა წიქარიშვილის შესახებ და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„მე მომეწონა და ვისაც არ მოგეწონათ, ძალიან გთხოვთ, ლანძღვა -გინებას ნუ დაიწყებთ, ძალიან ცუდად მხდის, მით უმეტეს, ახალგაზრდებს როდესაც ეხება... მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ“, - წერს მანჩო გიორგობიანი.
„9 აპრილის მემორიალზე ცეკვა, თუ ვინმემ მიიღო შეურაცხყოფად, პირადად მე ვუხდი ბოდიშს და ვეუბნები რომ ეს აღარ განმეორდება“, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა.