„ბელგიის სამეფო, შემიძლია ვთქვა, რომ არის ზე-ლიბერალური ქვეყანა, აქაც კი არ არის მარიხუანა ლეგალიზებული. ამიტომაც ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ და ვუსმენ იმ ადამინებს ვინც ევროპას და ევროპელებს რაღაცეების მათთვის სასურველის შემთხვევაში ბრალს სდებს ზეწოლაში!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ბალამწარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ტყუილია და აბსურდი, არავინ არაფერს აძალებს არავის! მით უმეტეს ევროპა!
ბელგიაში მარიხუანას გამოყენება და, რა თქმა უნდა, გაყიდვაც დანაშაულია!
10 მლ გრამზე მეტის მოხმარება პირველ ჯერზე ისჯება 120€-250€-მდე ჯარიმით!
მეორე შემთხვევისას 200€-400€-ს ფარგლებში, თუ მეორე გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის ვადაში ისევ დაგაკავეს გადაცდომაზე, მაშინ 8 დღე ციხე და პლიუს 400€-800€-მდე ჯარიმა, რა თქმა უნდა, სასჯელი იმის მიხედვით ისჯება, როგორი თანმიმდევრობაც ააქვს დანაშაულს!
საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა და სხვა ადამიანებისთვის ამის გამო დისკომფორტის შექმნა ისჯება 8 000€-დან 800 000€-მდე!
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა!
კანონი ყველასთვის ერთია და არა შერჩევითი!“ - წერს ანა ბალამწარაშვილი.