logo_geo
eng_logo
მარია შარაპოვას რიოში თამაშის შანსი აქვს
- +

3 მაისი. 2016. 15:22



მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო ასოციაციამ WADA-მ შესაძლებელია, რომ აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალიდან ამოიღოს მელდონიუმი - პრეპარატი, რომლის მიღებაც მარია შარაპოვას დაუმტკიცდა. ამ პრეპარატს შარაპოვა 10 წელი იღებდა.



ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიების შემდეგ შარაპოვას თამაში აუკრძალა, თუმცა მარიას შანსი მიეცემა, რიოში გაემგზავროს და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღოს მონაწილეობა, თუ საერთაშორისო ფედერაცია მას დისკვალიფიკაციას მოუხსნის.

 


The Associated Press"  წერს, რომ შარაპოვას საქმის განხილვას და დადებითი პასუხის მიცემას შესაძლოა 3 თვე დასჭირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარია ვერ შეძლებს ითამაშოს საფრანგეთის ღია პირველობაზე, რომელიც 22 მაისს დაიწყება, თუმცა რიოს თამაშების ოფიციალურ გახსნამდე დრო ჯერ კიდევ არის.


 

წყარო: „mysports.ge”

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner