logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული
- +

18 მაისი. 2018. 16:02

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრით დაიწყო.

 

ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს არის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება.

 

„2018 წლის იანვარში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დეპარტამენტმა, შექმნის დღიდან შეიმუშავა შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმები, გაიდლაინები და რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის, აქვს აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. უკვე შეიქმნა რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი ოჯახურ დანაშაულებზე, რომლებიც პრაქტიკაში მიმდინარე თვიდან დაინერგება. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დროებითი მოთავსების იზოლატორებში - განახლდა ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს იზოლატორების ახალი კამერებით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვის პროცესი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner