logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას
- +

18 მაისი. 2018. 16:06

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას.

 

„საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ დიდი გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner