logo_geo
eng_logo
თურქეთი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს
- +

3 მაისი. 2016. 15:26



თურქეთი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს.

„როიტერის" ცნობით, თურქეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროპა თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს. თურქეთის ამ გადაწყვეტილების ფარგლებში სავიზო რეჟიმის გაუქმება დაგეგმილია კვიპროსის მოქალაქეებისთვისაც.



„თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კვიპროსს ვაღიარებთ. თუ ევროკავშირი გააუქმებს სავიზო რეჟიმს თურქეთის მოქალაქეებისთვის, ჩვენც გავაუქმებთ მსგავს რეჟიმს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის", - აცხადებს თურქეთის წარმომადგენელი.



აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირის წევრი ქვეყნის - კვიპროსის აღიარებაზე ანკარას უარია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner