logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით
- +

18 მაისი. 2018. 16:44

 

„ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით“, - ამის შესახებ საპარლამენტო მოსმენაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მანვე ისაუბრა კლუბში შესვლის დროზეც:

 

„ორშაბათს, დილით კლუბში შესვლა, როგორც მინიმუმ გასაკვირი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ავირჩიეთ ეს დრო და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები: კლუბური ცხოვრება იწყება დაახლოებით 12 საათზე. შევედით, ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში და ვუთხარით: 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თქვენ თუ რაიმე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას ან დატოვოთ აქ და დიდი ბოდიშით, მიბრძანდით. ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით. ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა თუნდაც ჯანდაცვის ორგანოს. ამ მიმართვის შემდეგ სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული ნივთებისგან თავი გაითავისუფლა და ეს არის ის, რაც ამ ორ კლუბში 34 ლოკაციაზე ვიპოვეთ“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, კლუბებში შესვლა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ნათელმა მტკიცებულებებმა და ოპერატიულმა ინფორმაციამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner