logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ღონისძიების ქსელურ ხასიათს
- +

18 მაისი. 2018. 17:02

 

„არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა გაგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი - ორი  საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი,  ან უნდა გაგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„პირველ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა. მეორე შემთხვევაში - ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება,  რომელიც, ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ,  იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ. თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია,  ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის“, - განაცხადა გახრიამ.

 

გიორგი გახარიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ  არც ერთი, არანაირი სახის სპეც. აღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა. 

 

„როგორც შედეგი, მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს.  მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში,  დარწმუნებულები ვართ,  ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების, ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები.

 

კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმ თმენისთვის და იმ მაღალკვალიფიციურად შესრულებული მოვალეობისთვის, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner