შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტარებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა:
„მინდა გითხრათ რამდენიმე უახლესი ინიციატივის შესახებ, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე იქნება ცივი იარაღის ნაწილშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.