logo_geo
eng_logo
ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას იწყებს საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი
- +

18 მაისი. 2018. 17:14

 

ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას იწყებს საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

„გვინდა ასევე მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს, ერთის მხრივ, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელია. თუმცა, სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ, ტურისტების ამხელა „ტრეფიკს“ მოყვება თავისი რისკები.

 

დღეის მდგომარეობით, თბილისში განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ე.წ. ტურისტული პატრულისა, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner