logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: დეპუტატები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ კლუბებში ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა
- +

18 მაისი. 2018. 17:24

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა შეაფასა.

 

„მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, რა გამოვლინდა აღნიშნული ჩხრეკის შედეგად, რა მტკიცებულებები გვქონდა მოპოვებული. ვფიქრობ, რომ დეპუტატები უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ კლუბებში ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და შს სამინისტრო კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები კლუბის გარეთ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ და დეტალურად შეეხო როგორც პოლიციელების ქმედებებს, ასევე განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის, იმ პირთა დაკავებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამო იქნენ დაკავებულები. მზად ვართ, ყველა კითხვაზე, რაც სამინისტროს საქმიანობასა და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, საზოგადოებას ინფორმაცია ღიად მივაწოდოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner