30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფ „VOLCAN"-ის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, „თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსის" მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა.
მსოფლიო ცნობილი ჯგუფი „VOLCÁN" ცნობილ მუსიკოსებს - Jose Armando Gola, Horacio "El Negro" Hernandez და Gonzalo Rubalcaba აერთიანებს და 5 წელია მრავალფეროვან და მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნის, რომელიც ჯგუფის 150-მდე ალბომშია შესული. „VOLCAN" - ბუნების ოთხ ელემენტს - დედამიწას, ჰაერს, ქარს და ცეცხლს აერთიანებს.
კონცერტში ჯგუფ „VOLCAN"-თან ერთად, მონაწილეობდნენ შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. ქართველი სამხედროებმა, შეასრულეს ისეთ პოპულარულ ჯაზ ჰიტები როგორიცაა: IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK).