შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს:
„დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე - კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება“, - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გახარიას თქმით, მისი განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოს საქმეა.