logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს
- +

18 მაისი. 2018. 19:02

 

 

შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს:

 

„დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე - კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება“, - განაცხადა გახარიამ.

 

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გახარიას თქმით, მისი განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოს საქმეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner