„12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და უბრალოდ ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმ გამოცდილებას, რომელიც გვაქვს 9 აპრილიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული - მართლა დიდი ენერგია აქვს და ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, რისი გამოსწორების საშუალებაც გავქვს იმ ახლაგაზრდებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს. 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და უბრალოდ ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დინამოს სტადიონის ირგვლივ 12-ში იყო სპეციალური ღონისძიება, ხოლო 13-ში პარლამენტის წინ პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე“, - განცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.