საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გიორგი გახარიას დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში, (თავისივე ინიციატივით), არის ბრწყინვალე მაგალითი და დემონსტრირება მთავრობის წევრის პარლამენტისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებისა.
უმთავრესია, რომ მისი დღევანდელი გამოსვლა არის სრულიად ღია, გულწრფელი, პასუხისმგებლიანი და ჩემთვის (ჩვენთვის) დიდი იმედის მომცემი, რადგანაც მინისტრი საუბრობს სრულყოფილად, არა მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და შსს-ს როლზე, სადაც ამომწურავი პასუხებით შეკითხვები აღარ დაგვიტოვა, არამედ პოლიციის სისტემურ განახლებაზე და რეფორმაზე.
გირჩევთ ჩართოთ და მოუსმინოთ გახარიას გამოსვლას, თავიდან ბოლომდე. ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ“, - წერს კვაჭანტირაძე.