logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა
- +

18 მაისი. 2018. 19:44

 

„როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ კრიმინალის ზრდას გაგებით მოეკიდოთ?“ – „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას ამ შეკითხვას პარლამენტში მოსმენისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა:

 

„კონცეპტუალურად გიპასუხოთ? გაგებით ვეკიდები...

 

დღეს სამართალდამცავ სისტემაში ხდება მარტივი რამ. ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა. ძალიან მარტივია, იდეალურზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ რაღაც სტანდარტებზე. სასამართლოში მტკიცებულებების სტანდარტი, პროკურატურის მუშაობის სტანდარტი და კიდევ ბევრი რამ. რეალურად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისტემა გახდა ჰუმანური. რატომ ვსაუბრობ, რომ გაგებით ვეკიდები - სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად  ეფექტური. აი ამ დისბალანსს ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერ დაწევას შორის თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას. შემდეგ აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტში ამბობთ, რომ გაგებით მოეკიდეთ. მე ამას ასე ვუყურებ, აღვიქვამ და ვთვლი, რომ არის ობიექტური რეალობა და აქ არაფერი გასაკვირი არ არის. სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ეფექტურობა ვერ დაეწია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner