logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კლუბებში ჩანაწერების გაკეთებაში შსს-ს უცხოელი კოლეგები დაეხმარნენ
- +

18 მაისი. 2018. 20:25

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ კლუბებში ჩანაწერების გაკეთებაში შსს-ს უცხოელი კოლეგები დაეხმარნენ.

 

„4-5 თვეა მე იქ ვმუშაობ. როგორც კი გვქონდა ინფორმაცია, იმ წუთში დავიწყეთ ამ გამოწვევაზე პასუხი. სერიოზულად გაგვიჭირდა. ტექნიკური აღჭურვილობა არ გვქონდა. ჩვენი უცხოელი კოლეგები დაგვეხმარნენ იმისთვის, რომ ნორმალური ხმის და ნორმალური გამოსახულების ჩანაწერები გაგვეკეთებინა. ზოგიერთ კლუბში გადაღება კი არა, შესვლაც შეუძლებელია, საერთოდ არ ჩანს არაფერი. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ კარგად დაგეგმილი ღონისძიება“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner