„გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და პოლიცია თქვენზე ზრუნავს, ხომ არ არის დრო დავწიოთ რადიკალიზაციის ტემპერატურა 17 მაისი წინ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 12 მაისის ღამეს აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
„თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი განცხადება და რა იყო ორგანიზატორებთან მოლაპარაკებების პლატფორმა? 17 მაისის წინ, როდესაც წინ გველის ის გამოწვევა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის, რადიკალიზაციის ეს ფორმა არის საკმაოდ გამომწვევი და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, არავინ არ გიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას ორი დღეა. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და პოლიცია თქვენზე ზრუნავს, ხომ არ არის დრო დავწიოთ რადიკალიზაციის ტემპერატურა 17 მაისი წინ და ორშაბათს დილით თბილისს მივცეთ ჩვეულებრივი სამუშაო დღის რეჟიმში მუშაობა. ეს იყო პლატფორმა რაზეც შევთანხმდით და რაც გავაკეთეთ. ეს იყო და ეს და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა გახარიამ.