logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და ახალგაზრდებს...
- +

18 მაისი. 2018. 23:10

 

„მინდა, ორგანიზატორებსა და ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო, ვისთან ერთადაც ჩვენ შევძელით რადიკალიზაციის მაღალი დონის მოხსნა“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

 

„ეს იყო აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება და ამ გონივრულ გადაწყვეტილებას თავისი ფასი ჰქონდა. ამ გონივრული გადაწყვეტილების ფასი გახლდათ ღონისძიების უფრო დეტალურად შესწავლა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მათი მოსაზრებების მიღება და გათვალისწინება. აქედან გამომდინარე, დავაფიქსირე შს სამინისტროს პოზიცია. მუშაობას გავაგრძელებთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, არანაირი კავშირი არ აქვთ არც ნარკორელიზაციასთან, არც ნარკომოხმარებასთან, ეს მათი გამოხატვის თავისუფლება იყო, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და პოლიცია მაქსიმალურად ზრუნავდა იმაზე, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო, რაც მოვახერხეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ერთმანეთთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner