logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გასაღების ნაწილში კანონმდებლობის გამკაცრებას მოვითხოვთ!
- +

18 მაისი. 2018. 23:15

 

 

 

„გასაღების ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ და აქ კანონმდებლობის გამკაცრებას მოვითხოვთ“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეძენა-ფლობის ნაწილში ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მკაცრი ზომებია გასატარებელი, მოხმარების ნაწილში ვიცით, რომ პარლამენტი აქტიურად მსჯელობს. ჩვენ ჩვენი პოზიციით არ გვინდა, რომ ჩავერიოთ ამ საკითხში, რამეთუ ვთვლით, რომ პარლამენტი არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ამ მიმართულებით. ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა აღვასრულოთ.

 

მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე, როცა მოხმარების ნაწილში მსჯელობა და დისკუსია აქტიურ ფაზაშია შესული და პარლამენტარებს მიზანი აქვთ დასახული, უახლოეს პერიოდში შედეგამდე მივიდნენ, შს სამინისტრო ამ ნაწილში თავისი პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner