logo_geo
eng_logo
„სამოსელი პირველი“ დრამატული თეატრის ელემენტებით
- +

3 მაისი. 2016. 16:11



26 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა პრესკონფერენცია ზაზა მარჯანიშვილის პროექტის - „სამოსელი პირველი" - პრემიერასთან დაკავშირებით. პროექტის ავტორის, კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის პრეზენტაციას ოპერაში დაესწრნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე და პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი.

 

 

პროექტი „სამოსელი პირველი" ცნობილმა კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში შერწყმულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner