logo_geo
eng_logo
„კურორტი ახტალა“ აუქციონზე 3 755 000 ლარად იყიდება
- +

19 მაისი. 2018. 00:43

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ „კურორტ ახტალას“ ყიდის. სამინისტრომ კურორტი აუქციონზე 16 მაისს გაიტანა, ის 14 ივნისს დასრულდება. „კურორტ ახტალას“ საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია.

 

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით „კურორტ ახტალას" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელსაც ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები, რესტორნები, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები ექნება.

 

ტერიტორია უნდა გამწვანდეს და იქვე უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. აუქციონის აღნიშნული პირობების შესასრულებლად, პირმა, რომელიც ბალნეოლოგიურ „კურორტ ახტალას" შეიძენს, სულ მცირე, 12 მილიონი ლარის პოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ამავე კომპლექსში არანაკლებ 50 ადამიანი უნდა დასაქმდეს, არანაკლებ 24 თვის ვადით.

 

აუქციონის პირობაა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2045 წლის 28 ივნისამდე შენარჩუნდეს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებული პელოიდოთერაპიის (სამკურნალო ტალახით მკურნალობა) მიმართულება.

 

ახტალა ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია საქართველოში. აქ ძვალსახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს მკურნალობენ. ახტალაში დამსვენებლებს ივნისიდან ნოემბრამდე შეუძლიათ ჩასვლა. აქ არის სანატორიუმი, სადაც ექიმის კონსულტაციით შეგიძლიათ ამა თუ იმ ტალახის პროცედურის ჩატარება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner