logo_geo
eng_logo
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ დაიწყება
- +

3 მაისი. 2016. 16:12


 

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ, 4 მაისს, 09.00 საათზე დაიწყება.


აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

 

მისი განმარტებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე - registration.emis.ge და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.


რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.


როგორც გიგაურმა განმარტა, მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირველკლასელთათვის 70 500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.


„შესაბამისად არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეშე", - განაცხადა გიგაურმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner