logo_geo
eng_logo
სილვია შტიობერი: მედიის ამოცანაა, გამოკვეთოს მემარჯვენე პოპულისტები, რომელთა განცხადებებიც სინამდვილეს არ შეესაბამება
- +

19 მაისი. 2018. 01:00

 

„ფაშიზმი წარსულია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის შეიძლება განმეორდეს“, – განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

 

„ამის ზოგადი საფრთხე დღესაც არსებობს. ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ არსებობს ბრალეულობა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა, გარდაიცვალა და ახალგაზრდა თაობას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, ეს არასოდეს მოხდეს, აღარასოდეს დავუშვათ. მედიის ამოცანაა, გამოკვეთოს მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაზარალებულები და მსხვერპლები არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა შტიობერმა.

 

მისი თქმით, გერმანიაში ყველამ იცის, მეორე მსოფლიო ომში რაც მოხდა, არსებობს ამის ძეგლები, ებრაელთა ხსოვნის დღე და სხვადასხვა რიტუალი, რომელიც ხორციელდება ხოლმე, მაგრამ ამის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სრულიად სხვა დამოკიდებულებაა და ადამიანებისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად, გაუცხოებულია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner