logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ურთულესი გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი!
- +

19 მაისი. 2018. 03:47

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის" ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ურთულესი გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი! ზნეობრივი ფასეულობის გარეშე ვერ იარსებებს თავისუფალი სახელმწიფო!

სწორედ უზნეო ყოფის წინააღმდეგ აღიმართა ამერიკელი ხალხის უმრავლესობაც და მისი საღი ნაწილი, როდესაც მხარი დაუჭირა, რესპუბლიკურ პარტიას და მის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. იმიტომ, რესპუბლიკელების უმთავრეს ღირებულებას წამოადგენს, ქალის და მამაკაცისგან შექმნილი მტკიცე ოჯახი, ტრადიციების პატივისცემა, ძლიერი, ზნეობაზე დაფუძნებული, სახელმწიფო!

პირუტყვული, ვნებების მონად ქცევას დაუპირისპირდა, თავის პირველივე სიტყვით გამოსვლაში, პრეზიდენტად ახლად არჩეული, დონალდ ტრამპი. მან თქვა- „ამერიკა ღმერთს ეკუთვნის და მას სატანა ვერ დაისაკუთრებსო“. სწორედ ამიტომაც, გააფთრებული ებრძვის, დღევანდელ ამერიკის პრეზიდენტს ჰოლივუდი, ლიბერალური აზროვნების სამჭედლო.

ასევე აშკარად ნათელია რუსული პროპაგანდის კვალი. თითქოს, რომ არა რუსეთი, ამერიკა მთელს სამყაროს სოდმური ცოდვით დაღუპავს.

დიახ, ცივილურობის ლოიალურობით კარგად ისარგებლეს „სოდომისტებმა“ ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ ობამა, ჰილარი, დემოკრატების პარტია, ფსევდოლიბერალები, ე.წ სექსუალურ უმცირესობათა დამცველები, თუ მათი დამფინანსებლები, არ არიან მთელი ამერიკა. ამერიკული საზოგადოება თვითონ ებრძვის ამ სნეულებას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც საერთოდ არ ესმის რომ ავადმყოფი სახელმწიფოა!

სწორედ, ყველაზე მეტად, რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და საქართველოს მართლმადიდებლობასაც!

ჩვენ კი, (ამას ჩემს თავსაც ვეუბნები) საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ყოველგვარ უკეთურობასთან, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მეტად მოსმენა, პატივისცემით მოპყრობა, გულწრფელი მიტევება, შეცდომების აღიარება. რათა შევძლოთ, როგორც ჯანმრთელმა, ძლიერმა ერმა, საზოგადობამ, დავიცვათ ჩვენი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი მრწამსი, დავეხმაროთ სუსტებს და გზააცდენილებს, უკომპრომისონი ვიყოთ, ჩვენი შვილების ჯანსაღი, ზნეობრივი ყოფის შექმნაში, შევიძინოთ მეტი მეგობარი და ვაშენოთ ერთად ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო!

მეიმედებით-გეიმედებოდეთ!“ - წერს შიხიაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner