ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პირველი შემთხვევაა - გადახვევის რეჟიმით ვუყურებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას...
ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს თავისი გმირი რაღაც აღმატებული, დიდი, ძვირფასი სიტყვით უნდოდა მოეხსენიებინა და თქვა უბრალოდ, მარტივად და გასაგებად - კოლია კარგია! მეც ასე ვიტყვი - გიორგი გახარია კარგია!“ - წერს კვაჭანტირაძე.