ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„9 აპრილის შემდგომ მთავრობის სასახლის კოლონადებს შორის, აღიმართა მემორიალური რკინის კონსტრუქცია, წმინდა ნინოს ჯვარი და ზედ გადაჭდობილი ცხრიანი (9 აპრილის მომხდარი ტრაგედიის აღსანიშნავად),ხოლო ქვემოთ თეთრ ფონზე, დიდი ასოებით ამოტვიფრული იყო, ქართველთა სანუკვარი სიტყვები: ენა! მამული! სარწმუნოება! 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა დაიწყეს სამშობლოს მოღალატეებმა, პირველი ჰაუბიცა ამ მემორიალს ესროლეს და იმ შემზარავი ომის დროს მთლიანად გაანადგურეს!
მას მერე აღარც ქართული ენა შეგვარჩინეს, მამული და სამშობლო შაგრენის ტყავივით დააპატარავეს და მოცვითეს, ხოლო სარწმუნოებას ათასი სექტა და კომუნისტ ჩეკისტთა სამხრეებიანი აგენტი შეესია.....
ამ მემორიალის აღდგენა აღარავის უცდია...“ - წერს შონია.