logo_geo
eng_logo
შსს-მ ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

19 მაისი. 2018. 10:30

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-განახორციელა.სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას - 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 236-მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner