logo_geo
eng_logo
ვაკეში სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

19 მაისი. 2018. 12:06

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დადგინდა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა მამაკაცმა განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, დაკავებულსა და მის ძმას კონფლიქტი მოუვიდათ 1992 წელს დაბადებულ პირთან, რა დროსაც დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ რეაგირება ოპერატიულად მოახდინა და გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner