logo_geo
eng_logo
მერსი ტემბონი: საქართველოში სიღარიბე 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება...
- +

19 მაისი. 2018. 14:40

 

 

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ საქართველოში 2030 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

„ჩვენი მისიაა, რომ 2030 წლისათვის მივაღწიოთ წარმატებას სიღარიბის დაძლევის კუთხით. საქართველო შესანიშნავად ახერხებს სიღარიბის მაჩვენებელთან ბრძოლას. 20%-ზე ნაკლებია დღეს ეს მაჩვენებელი და თუ ეკონომიკა კვლავ განაგრძობს განვითარებას, 2030 წლისთვის შევძლებთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს და აღმოიფხვრას კიდეც. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან, შესაძლებელია ყოველთვიურად მიიღონ შემოსავალი და დაძლიონ სიღარიბე. სწორედ ეს არის ჩვენი სამიზნე და მოქმედების სფერო, სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ, რომ შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ზრდა. აქცენტს ვაკეთებთ ადამიანური კაპიტალის ზრდაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წინააღმდეგობის უნარიანობის ზრდა.

 

აუცილებელია, ეს უნარები გამოიმუშაოს ქვეყანამ იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ეკონომიკის სფეროში მოულოდნელად ხდება. ჩვენ ამის პრეცედენტები გვაქვს, რამდენიმე კატასტროფა გადაიტანა ქვეყანამ, ომიც მათ შორის, შესაბამისად ასეთ ექსტრემალურ პირობებში უნდა გამოიმუშაოს საქართველომ წინააღმდეგობის უნარი და დაძლიოს სიღარიბე", - განაცხადა მერსი ტემბონიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner