logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჟურნალისტების საქმიანობის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება
- +

3 მაისი. 2016. 16:20


 

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს


„დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს  ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის  გაძლიერებისთვის.

 

ჟურნალისტთა კორპუსს „მეოთხე ხელისუფლებას" უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად  იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება", - აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოცში.


პრეზიდენტის მილოცვაში განსაკუთრებით აღნიშნულია რეგიონული მედიის  ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში.

 

„ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ როლი აკისრიათ.

 

ყოველი ხელისუფლების, თითოული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - აღნიშნულია მილოცვაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner