„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გახარიამ გამაოცა!
სად და როდის მოემზადა ასე, არ ვიცი...
„ნაცებს“ და „ბოკერიებს“ ხომ ნამუსი არ აქვთ და ყველაფრის თქმა და ყველაფრის „ქნა“ შეუძლიათ, მაგრამ ყველა „მოსვა“ თავის ადგილზე!
P.S. ერთი, რაც ვერ ახსნა დამაჯერებლად და ვერც ახსნის ვერასდროს, გუშინდელი დღეა.
დანარჩენი რაც გააკეთა, მაგარი კაცი ყოფილა!“ - წერს ბაღათურია.