ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან, ძალიან სერიოზული განაცხადი ჩვენი პროფესიიდან ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც მუდმივად აწყდება სამართალდარღვევებს და აქვს უსამართლობის განცდა.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებს გავუზიაროთ ევროპული გამოცდილება და ვიყოთ კეთილსინდისიერი წარმომადგენლები პროფესიული ვალდებულებების შესრულებისთვის. ამიტომაც ვიწყებთ - სამართლებრივი მომსახურების საზოგადოებრივ კამპანიას „NO WIN NO FEE“ - მოქალაქე იურიდიული მომსახურების საფასურს გადაიხდის მხოლოდ საქმის დასრულების შემდგომ, მხოლოდ მის მიმართ დამდგარი სასარგებლო შედეგის გათვალისწინებით“, - წერს კაიკაციშვილი.