უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირიდან გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი.
„იქ აღარაფერი გვესაქმება, ჩვენ ევროპისკენ ვიწყებთ მოძრაობას“, - დაწერა პოროშენკომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
უკრაინა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად დსთ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ორგანიზაციიდან გასვლის სურვილი უკრაინის ხელისუფლებამ 2014 წელს გამოთქვა.