საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კონსტანტინე გამსახურდიას უბადლო ნიჭის შემფასებლები თვალს ადევნებდნენ საქართველოს ე. წ. პრესას, ტელევიზიას, რადიოს... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგი ბოღმისაგან გამწარებული, ზოგი უწიგნური, ზოგი კარიერისტი, რომელმაც სამსახური შეიძლება დაკარგოს, ნაწილს ვერ მოუნელებია ორი ბუმბერაზი მამა-შვილი, რომელთაც ქართულ სახელმწიფოებრიობასა და მსოფლმხედველობას პირადი კეთილდღეობა შეწირეს, კარიერისტებისა და მედროვეების ტიპიური ლუსტრაცია სახეზეა!!!“ - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.