ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „ჩვენი ფორმულირებაა, რომ ქორწინების განმარტება იყოს კონსტიტუციაში მკაფიო, რომ მეუღლეებში იგულისხმება ქალი და კაცი, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა".
მისი თქმით, ამ ფორმულირებას მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს.
„მე იმედი მაქვს და მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობით მხარდაჭერილ პროექტს ქორწინების დეფინიციის თაობაზე, მხარს დაუჭერს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობაც. თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ყველა ძალიან მალე შეხვდება თავის ამომრჩეველს, სულ რამდენიმე თვეში და მათ თავად უნდა უპასუხონ კითხვას, რატომ არ დაუჭირეს მხარე იმ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მოსწონს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას და არის ჩვენი ქვეყნისთვის იდენტობისა და ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.