ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში 33 წლის მამაკაცი, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საქონელს მწყემსავდა, როცა მეხი დაეცა.
„მწყემსად იყვნენ სოფლის ბიჭები, როცა მეხი დაეცა. მეოჯახე ბიჭი იყო, მეუღლე ჰყავს, პირველ შვილს ელოდებოდნენ“, - განაცხადა ახალციხის მერის წარმომადგენელმა კახა გელაშვილმა.