logo_geo
eng_logo
შსს-მ ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

19 მაისი. 2018. 22:42

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას. საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და დაცვის თხოვნით მიმართავს. ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.

 

ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ თავდაცვის მიზნით, „ხვალიდან შეიარაღებული ივლის“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner