1 ივნისიდან თხილის ყველა საექსპორტო პარტია გაკონტროლდება. თხილის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, პროდუქციის ხარისხი ლაბორატორიულად შემოწმდება, დარღვევების შემთხვევაში კი თხილი ექსპორტზე არ დაიშვება.
რეგლამენტით განსაზღვრულია ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ დარგის რეგულირებით ექსპორტზე დაბალი ხარისხის და ფალსიფიცირებული პროდუქციის გატანის შესაძლებლობა გამოირიცხება.
თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ხარისხის კონტროლი საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილისადმი ნდობას გაზრდის.