logo_geo
eng_logo
დღეს წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეა
- +

20 მაისი. 2018. 11:19

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

 

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.

 

ეკლესია წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად, აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს (თათა მამებელისა), ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს (VI-VII) იხსენებს.

 

წმინდა იოანე ზედაზნელი 12 ასურელ მამასთან ერთად, მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. წმინდა მამა მოწაფეებთან ერთად, ზედაზენზე დამკვიდრდა, სადაც ადრე ზედაზნის კერპი იყო. ასევე, ღვთისმშობლის გამოცხადებით, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა ზედაზენი დატოვეს და სამოღვაწეოდ საქართველოს სხვადასხვა ადგილი აირჩიეს.

 

დღეს ასევე წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეა, რომელიც გარდამავალია და აღდგომიდან მე–7 კვირას აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner