„გაუკუღმართებული ქრისტიანული ტრადიციები აძლიერებს ათეისტ-ბოლშევიკთა პოზიციებს", - ამის შესახებ „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.
მის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„კომუნისტები ყველაფერ ქრისტიანულს დევნიდნენ, ამიტომ ხალხი იძულებული იყო, ამოფარებოდა ან მოეგონებინა გარკვეული რიტუალები, რათა შეენარჩუნებინა ქრისტიანული ტრადიციები, ამიტომ ბევრმა რელიგიურმა დღესასწაულმა სხვაგვარი სახე მიიღო. იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი რწმენა, ტრადიციები, რელიგიური დღესასწაულები საქართველოს მტერი ათეისტ-ბოლშევიკ-ქართველთმოძულეებისგან, აუცილებელია, მოვუსმინოთ საპატრიარქოს და პატრიარქს, რადგან სწორედ ჩვენი სულიერი მოძღვრები გვიჩვენებენ რელიგიური რიტუალების ჭეშმარიტ სახეს, ხოლო ისინი, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განქიქებით არიან დაკავებულნი, ცალსახად უნდა განვიხილოთ ქართველობისა და ქრისტიანობის მტრებად!" - წერს ბრეგაძე.