-
+
20 მაისი. 2018. 13:09
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის მკვიდრი, 1986 წელს დაბადებული ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.