logo_geo
eng_logo
აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით დაზარალებულ ევროპულ კომპანიებს კომპენსაციას ევროკავშირი გადაუხდის
- +

20 მაისი. 2018. 14:38

 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით დაზარალებულ ევროპულ კომპანიებს კომპენსაციას სავარაუდოდ, ევროკავშირი გადაუხდის.

 

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს მსგავსი მექანიზმი გააჩნია და მისი ამოქმედება ევროპული კომპანიების დასაცავად სრულიად შესაძლებელია.

 

„მივცემთ თუ არა ჩვენ აშშ-ის იყოს მსოფლიოს ეკონომიკის ჟანდარმი? პასუხია – არა“, – განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ირანთან საქმიანი ურთიერთობის მქონე ევროპული კომპანიები საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან გაფორმებული შეთანხმებიდან აშშ-ის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აგრძელებენ, რომელთა მიზანიც აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, ირანთან გაფორმებული შეთანხმება ძალაში დარჩეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner