ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეეჰ, რა ვქნა, კარგი მეხსიერება რომ მაქვს და მახსოვს, როგორ „ებრძოდა“ ნარკოტიკებს სააკაშვილის მთავრობა... გია ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ჟურნალისტები ზარ-ზეიმით რომ მიგვიწვიეს სამინისტროს ეზოში და ჩვენს თვალწინ, ბაზრობიდან ამოღებული საჭმლის („მაკი“) ყაყაჩოს თესლები რომ დაწვეს ჟივილ-ხივილით, ნარკოტიკებს ვანადგურებთო, გახსოვთ ხომ? სამაგიეროდ, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ სახლში მიჰქონდა, ხომ არ მოაკლებდა ოჯახობას?! ისემც თქვენ შეგირცხვეთ ცხვირ-პირი, როგორც თქვენ რამეს ებრძოდით, ის ვიდეოკადრები ხომ გააქრეთ google-დან, რაც მთავარია, ყველაფერიც კარგად გვახსოვს“, - წერს ჯღარკავა.