რუსუდან შარაძე „facebook"-გვერდზე ბაია პატარაიას განცხადებას ეხმაურება.
„კვირიკაშვილი პრემიერმინისტრი რომ გახდა, მის პირად ნაცნობებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ვკითხე, ცხოვრებაში რა კაციამეთქი და პირველი, რაც ყველამ მითხრა, მორწმუნეო. ამიტომ იყო, რომ როდესაც ეკლესიაში დაჩოქილი ვნახე, არ გამიკვირდა და არც გამაღიზიანა. ზოგადად, მაღიზიანებს ხოლმე რწმენისა და პირადი ცხოვრების სათუთი დეტალების გამოფენა, ზედმეტი ფიციმტკიცი, მითუმეტეს, პოლიტიკოსების მხრიდან...
მე ის მიკვირს, რამ გააბოროტა ეს ვითომ ლიბერალები, ასეთი რა უბედური ბავშვობა ჰქონდათ, ჩვენ რომ არ ვიცით? თუთბერიძეებზე, კიკინებიან დეგენერატებზე და ვიღაც ჯღან ქალებზე არ ვამბობ, თავის დამკვიდრებისთვის რომ იბრძვიან. მეტნაკლბად ჭკვიან ხალხზე მაქვს ლაპარაკი, ქართველებზე, ნაკლებ გოიმებად რომ გამოიყურებოდნენ. ეს შინაგანად თავისუფლები. მაინცდამაინც, ქრისტეზე და მართლმადიდებლებზე აიწყვიტეს, რაღაც, არ გამიგია ამათგან სხვა რელიგიების „კრიტიკა" და მასხრად აგდება. ეს ორმაგი სტანდარტები, „ფეისბუქში" სხვის დასანახად... რა სასაცილოა... მე თუ რამე მწამს, თუნდაც ბრმად, შენ რას გიშლი, შენ, ლიბერალო და თავისუფალო დეგენერატო? მე თუ გავალ სასაფლაოზე და იქ ღვინოს დავლევ, დავაყოლებ კვერცხს და პასკას, მეზობელ საფლავებზე გასულ ხალხს მივესალმები და კვერცხს მივუჭახუნებ, ვის რა აკლდება ამით? თუნდაც, არ შევიარო ეკლესიაში? ასე რომ, ცივი წყალი დალიეთ! ცოტა სარკეშიც ჩაიხედეთ და ცოტა სხვისი თვალითაც შეხედეთ საკუთარ თავებს - რას ჰგავხართ?!" - წერს რუსუდან შარაძე.