ქორწილის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი „VIOLET CAKES“-ის მფლობელმა კლერ პტაკმა შექმნა. სამეფო ოჯახის საქორწინო ტორტზე კონდიტერების 7-კაციანი ჯგუფი მუშაობდა. ცნობილია, რომ ტკბილეული ლიმონის იყო.
19 მაისს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედოფალ ელისაბედ მეორეს საყვარელ რეზიდენციაში პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის ცერემონია გაიმართა.