ინდოეთში, ჩხატისგარჰის შტატში 6 სამართალდამცველი ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. სამართალდამცველები ერთ-ერთ დასახლებასთან პატრულირებდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა.
მედიის ცნობით, მაოისტური დაჯგუფების წევრებმა დაღუპული სამართალდამცველების იარაღი წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.