მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა ინაუგურაციის ცერემონიალზე განაცხადა, რომ მონტენეგრო ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა იქნება.
სიტყვით გამოსვლისას ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ მონტენეგრო დასავლეთ ბაკლანეთის ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების და ევროკავშირის შემდეგი წევრი სწორედ მონტენეგრო იქნება.
დღეს ცეტინიეში მონტენეგროს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. მონტენეგროს მმართველი პარტიის ლიდერმა ფიცი პარლამენტის წევრების წინაშე დადო.
მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები 15 აპრილს გაიმართა. მილო ჯუკანოვიჩს ხმა ამომრჩეველთა 63 %-ზე მეტმა მისცა.